პარკირების საფასური


პარკირების საფასური განისაზღვრება ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ და შეადგენს:

  • 50 ლარს ერთი წლის განმავლობაში
  • 25 ლარს 6 თვის განმავლობაში
  • 4 ლარს 1 კვირის განმავლობაში

გადაიხადე პარკირების საფასური და გააჩერე ავტომობილი მთელი თბილისის მასშტაბით, პარკირების ნებისმიერ ადგილას, 24 საათის განმავლობაში.


ტრანზიტულიდან სახელმწიფო სანომრე ნიშანზე პარკირების საშვის ცვლილებისთვის მიმართეთ შპს „სი-ტი პარკ“-ის სერვისცენტრს, ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. 47.

უცხოური და ტრანზიტული ავტომანქანის სანომრე ნიშნის მფლობელებო, დაჯარიმების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ შეიძინოთ პარკირების საშვი, როგორც უცხოურ ასევე, ტრანზიტულ სანომრე ნიშნებზე. ყურადღება! პარკირების საშვის შეძენისას, სრულად უნდა შეიყვანოთ ავტომანქანის სანომრე ნიშნის ყველა მახასიათებელი, როგორც მითითებულია ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაზე. კერძოდ, ავტომანქანის რუსული ან ფრანგული სანომრე ნიშნის შემთხვევაში სერიასა და ნომერთან ერთად აუცილებლად უნდა იქნას შეყვანილი სანომრე ნიშანზე მითითებული რეგიონის/დეპარტამენტის ნომერიც. მაგ. : "A574AP177” ან "AA229AA00”. პარკირების საშვის შეძენისას მიუთითეთ მანქანის სანომრე ნიშანზე დატანილი სიმბოლოები.

სანომრე ნიშნის ძველი (6-ნიშნა) ახალ (7-ნიშნაზე) შეცვლის შემთხვევაში , მოქმედი პარკირების საშვი გადადის ახალ ნომერზე ავტომატურად 30.09.2014-დან. გადამოწმების მიზნით მიმართეთ სიტი პარკის ცხელ ხაზს. ასევე შეგიძლიათ გადამოწმება სიტი პარკის საიტზე ან გადახდის აპარატებში.


იხილეთ პარკირების წესები



შეიძინეთ საშვი ონლაინ!